ბენდი 4+2, გიორგი ცხადაძე და თაკო კაკალაშვილი, 18 აგვისტოს, გორში ღია ცის ქვეშ გამართავენ. მუსიკალური საღამო 19:00 საათზე გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სკვერში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, ასევე, იგეგმება თანამედროვე ცეკვის კონკურსის - Just Dance გამართვა.
„ღონისძიება გორის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წლის გეგმიური ღონისძიებების ფარგლებში იმართება. მუსიკალური საღამოს დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ცეკვის კონკურსი.
აქტივობაში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას 20:30 საათიდან ადგილზე გაივლიან. რაც შეეხება გამარჯვებულების დაჯილდოებას, პირველ და მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს პრიზები გადაეცემათ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს