ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი პირველ ეტაპზე დაზიანებული ტრიბუნების დემონტაჟის და დამცავი კედლის, სადრენაჟე სისტემის მოწყობის და გასახდელების რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებს. შემდეგ კი სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება.
დაბა სურამში ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ადგილზე გაეცნენ.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და შესასრულებელი სამუშაოების საერთო ღირებულება 1 041 230 ლარს შეადგენს.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს