საზოგადოება
14.08.2024 13:01
ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გორელ სპორტსმენებს მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გორელ სპორტსმენებს მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

შეხვედრას  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გორელ მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

შეგახსენებთ, პარიზში გართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე  ხუთი გორელი სპორტსმენი: ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო) გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)  გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)  მონაწილეობდა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ოქროს მედალს დაეუფლა. პეტრიაშვილმა ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა. მანამდე, ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.

 

კვირის ამბები