ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში ფორუმი გაიმართა.
ფორუმს - „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრებოდა და ღონისძიებაში სტუდენტები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ფორუმის მონაწილეებმა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განსაზღვრეს. იმსჯელეს 2023-2026 წლებისთვის სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაძლიერებაზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის, ახალგაზრდული ინიციატივების და პროექტების დაფინანსების საკითხებზე.
ღონისძიების ფარგლებში, კენჭი უყარეს, ასევე, რეზოლუციის პროექტს - „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“.
ცნობისთვის, 2024 წლის „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო და თბილისის საკრებულოს, რუსთავის მერიის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მხარდაჭერით ჩატარდა.