საზოგადოება
13.08.2024 15:09
გორის პირველმა საჯარო სკოლამ ავტორიზებული სკოლის სტატუსი მოიპოვა

გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთმა საჯარო სკოლამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ავტორიზაცია გაიარა და ავტორიზებული სკოლის სტატუსი მოიპოვა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტის ავტორიზებული საჯარო სკოლების რიცხვს სსიპ ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის N1 საჯარო სკოლა შეემატა.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 18 საჯარო სკოლა ავტორიზებული სკოლის სტატუსის მატარებელია.

სტატუსის მისაღებად კი პროცესები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში - უფლისციხის და თორტიზის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი საქართველოში პირველად გასულ წელს დაიწყო.
კვირის ამბები