სსიპ - ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში ფსიქოლოგის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 4-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში; იცოდეს ქცევის მართვის სტრატეგიები და იცნობდეს ეროვნული სასწავლო გეგმას.
დამსაქმებლის განცხადებით, უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგად და სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტს.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 200-245 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 9 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება