2024 წლის პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნებულ ოლიმპიურ ჩემპიონს გენო პეტრიაშვილს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გორელი გულშემატკივრები აეროპორტში დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.
გორელი სპორტსმენი სამშობლოში ქართველ ოლიმპიურ პრიზიორებთან - ლაშა ტალახაძესა და გივი მაჭარაშვილთან ერთად დაბრუნდა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა. ფინალში პეტრიაშვილმა ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა. მანამდე, ნახევარფინალში ქართველმა მოჭიდავემ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს სძლია (7:0).
შეგახსენებთ, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი, გორელი გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელიცაა.ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს