სპორტი
13.08.2024 12:14
არაშენდის მთაზე ხვალ საცხენოსნო დოღი გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის სიახლოვეს მდებარე მთის ფერდობზე საცხენოსნო დოღი გაიმართება.

შეჯიბრი ხვალ, 14 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ და სხვადასხვა დისტანციაზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს. გამარჯვებულებს კი პრიზები და თასები გადაეცემათ.

საცხენოსნო დოღი, რომლის მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობით მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და შშმ პირთა სარეაბილიტაციო სპორტულ-გამაჯანსაღებელი საცხენოსნო კლუბი „კენტავრის“ ორგანიზებით ტარდება.
კვირის ამბები