სპორტი
12.08.2024 15:29
გორელმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვეს

გორელმა სპორტსმენებმა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ბოსნია ჰერცოგოვინაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კრივში მოსწავლეთა შორის.

კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი  გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის წარმომადგენელი ნიკოლოზ ხიზანიშვილი (46 კგ. მწვრთნელები - გელა სხირტლაძე და გია კობახიძე) გახდა.

ბრინჯაოს მედლები კი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის  გორის კრივის სკოლის აზღრდილებმა - ლიზა ლობჟანიძემ (54 კგ. მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილი) და თემურ პავლიაშვილმა (54 კგ. მწვრთნელი ილია ტლაშაძე) დაისაკუთრეს.

შეგახსენებთ, ლიზა ლობჟანიძის წარმატება აღსანიშნავია იმ მიზეზითაც, რომ გორის კრივის ისტორიაში ქალთა შორის ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა.

კვირის ამბები