ატენში, 29 ივლისს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის დროს მძიმედ დაშავებული 51 წლის რევაზ მიხანაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა
სოფელ ატენში, 29 ივლისს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის დროს მძიმედ დაშავებული 51 წლის რევაზ მიხანაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მიხანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება კლინიკაში შეყვანიდან გარდაცვალებამდე კრიტიკულად მძიმე იყო.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, რომელთაგან ერთ-ერთი - დემეტრე რევაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი იყო, ბრალდება 9 აგვისტოს დაუმძიმა.
უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარუდგინა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 13 წლამდე.