საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრს განათების მართვის სისტემა გადასცა.
უწყების ცნობით, 2025 წლის გაზაფხულამდე საქართველოს 16 სახელმწიფო თეატრისა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სასცენო განათების და გახმოვანების განახლებული სისტემებით აღიჭურვება.
„კულტურის სამინისტრომ საქართველოს 16 სახელმწიფო თეატრისა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასცენო განათებისა და გახმოვანების სისტემების გასაახლებლად, 2023 წლის ნოემბერში ტენდერით შერჩეულ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი.
მომდევნო წლის გაზაფხულამდე ჩვიდმეტივე ორგანიზაცია სათანადოდ აღიჭურვება. აპარატურის მიწოდება ეტაპობრივად ხორციელდება. კონტრაქტის საერთო ღირებულება 2 160 000 ლარია“, - აცხადებენ სამინისტროში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება