გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში გასამართი ზვიად ბაზანდარაშვილის სახელობის ტურნირი გადაიდო.
ტურნირი ქართულ ჭიდაობაში 10 აგვისტოს ნაცვლად, 12 აგვისტოს გაიმართება. საშეჯიბრო ნაწილი 17:00 საათზე დაიწყება და სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდება. იასპარეზებენ ვეტერანი სპორტსმენებიც.
რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს ფულადი სხვადასხვა საჩუქარი გადაეცემათ.
ზვიად ბაზანდარაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია და სპორტული კარიერის მანძილზე, სხვადასხვა რანგის შეჯიბრებაზე, არაერთი მედალი აქვს მოპოვებული.
შეჯიბრი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით იმართება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება