კულტურა
09.08.2024 15:24
„წიგნები ზაფხულში“ - თანამედროვე ავტორები ბესო სოლომონაშვილი და ტორესა მოსი დღეს გორელ მკითხველს შეხვდებიან

„წიგნები ზაფხულში“ კამპანიის ფარგლებში, დღეს, 9 აგვისტოს გორელ მკითხველს თანამედროვე ავტორები - ბესო სოლომონაშვილი და ტორესა მოსი შეხვდებიან.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა „გორი მოლის“ „სულაკაურის წიგნის მაღაზიის“ ფილიალში შედგება და 17:00 საათზე დაიწყება.

„სულაკაურის გამომცემლობა“ სხვა ქართულ გამომცემლობებთან, მწერლებთან, მთარგმნელებთან და ლიტერატურის სფეროს არაერთ წარმომადგენელთან ერთად, უერთდება კამპანიას - „წიგნები ზაფხულში“, რომლის ფარგლებშიც ქართველი მკითხველის საყვარელი ავტორები რეგიონებს ესტუმრებიან.

გორელ მკითხველს კი ლიტერატურულ მეგზურობას ბესო სოლომანაშვილი და ტორესა მოსი გაუწევენ“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი - „წიგნები ზაფხულში“ „საქართველოს პენცენტრის“ და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კვირის ამბები