საზოგადოება
09.08.2024 13:42
„მშვიდობის ჯილდოს“ მოსაპოვებლად ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოცხადდა - განაცხადის გაკეთების ვადა დღეს, 9 აგვისტოს იწურება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა „მშვიდობის ჯილდოს“ მოსაპოვებლად ახალგაზრდებისთვის ყოველწლიური კონკურსი გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლის და ჩართულობის გაძლიერებას, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა; საუკეთესო სამშვიდობო იდეა; საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი.

რაც შეეხება საკონკურსო პირობებს, პროექტში მონაწილეობა შეუძლია 18-დან 35 წლის ჩათვლით ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

კონკურსის შედეგად თითოეულ ნომინაციაში გამოვლენილ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 3 000 ლარის ოდენობით.

კონკურსანტმა განაცხადი სახელმწიფო მინისტრის აპარატს 9 აგვისტოს ჩათვლით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press @ smr. gov. ge უნდა მიაწოდოს.

კონკურსთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, საკონტაქტო პირია სოფიო ლეთოდიანი (ტელ:. 598 60 50 20).

კვირის ამბები