სპორტი
09.08.2024 11:59
ლიზა ლობჟანიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

გორელი მოკრივე ლიზა ლობჟანიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

სპორტსმენმა მეოთხედფინალში ლიეტუველი გინტარე აუზელიტე დაამარცხა. ნახევარფინალში საბერძნეთის წარმომადგენელს დიმიტრა კარპოზილუს დაუპირისპირდა და ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა.

შეგახსენებთ, პრეცედენტი გორის კრივის ისტორიაში ქალთა შორის პირველად მოხდა.

ლიზა ლობჟანიძე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის წარმომადგენელია. სპორტსმენის პირადი მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილია.

მოსწავლე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატს ბოსნიის ქალაქი ბანია ლუკა მასპინძლობს.

კვირის ამბები