საზოგადოება
08.08.2024 12:02
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველს ნადირობა გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის შემდეგ, აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე პერიოდში შეეძლება.

„მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033”, - აცხადებენ უწყებაში.

მსურველები ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალს, ნადირობის ვადებს და დღიური ლიმიტებს, ნადირობის ადგილების მიხედვით შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (mepa . gov . ge).

კვირის ამბები