საზოგადოება
08.08.2024 11:39
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აუცილებლად აღდგება - ირაკლი კობახიძე

ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აუცილებლად აღდგება და ასრულდება ის ოცნება, რაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აუცილებლად აღდგება და ასრულდება ის ოცნება, რაც საქართველოს გმირებს ჰქონდათ.

„პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა, ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს იმ უდიდესი გმირობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ, ჩვენ მათ პატივი უნდა მივაგოთ. მათ ჰქონდათ ოცნება - ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დარწმუნებული ვარ, მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აუცილებლად აღდგება და ასრულდება ის ოცნება, რაც ჩვენს გმირებს ჰქონდათ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კვირის ამბები