საზოგადოება
07.08.2024 23:24
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 16 წელი გავიდა

16 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო და სამოქალაქო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, საიდანაც 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიულ მთლიანობას.

კვირის ამბები