საზოგადოება
07.08.2024 15:08
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღინისძიება გაიმართა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო ცერემონიას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ესწრებოდნენ. სტუმრებმა კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

ნოდარ პაპუკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მომავალი თაობების განათლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმაც.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიის ფარგლებში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „მაჩაბელი“ მოხალისე სტუდენტების, სპორტსმენების და წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოებაც გაიმართა. მათ შესაბამისი პრიზები მინისტრის მოადგილემ და უნივერსიტეტის რექტორმა გადასცეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს 245-მა ახალგაზრდამ დაამთავრა.

კვირის ამბები