საზოგადოება
07.08.2024 12:03
ბაკურიანის „საზაფხულო ბანაკის“ მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასკვნით ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადასცეს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ბაკურიანის „საზაფხულო ბანაკში“ ახალგაზრდებს შეხვდნენ და დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ახალგაზრდებს „საზაფხულო ბანაკში“ ჩაუტარდათ ტრენინგებში თემებზე: ეფექტური კომუნიკაცია, პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა, პროექტების წერა, ემოციური კაპიტალი, საბაზო სამეწარმეო უნარები, ციფრული უსაფრთხოება და სხვა.

შემეცნებითი აქტივობების გარდა, ბანაკის მონაწილეები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობაშიც.

„ბანაკში კონკურსის წესით შერჩეული 16-დან 20 წლის ასაკის 150 ახალგაზრდა სამ ნაკადად იმყოფებოდა, რომლის მიზანიც თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაა.

პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით მესამე წელია ხორციელდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან „საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების 2024 წლის“ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები