საზოგადოება
13.03.2020 14:29
უახლოესი დღეების განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია თოვლჭყაპიც

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ნალექიც.

უფრო კონკრეტულად - ხვალ, 14 მარტს, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი + 14 გრადუსამდე გათბება.

15 მარტს ნახევრადღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა + 17 გრადუსს მიაღწევს.

16-დან 20 მარტის ჩათვლით კი, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და დღისით +2, +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2, +1 გრადუსია მოსალოდნელი.  აღნიშნული დღეების განმავლობაში, ტემპერატურის კლების პარალელურად, მოსალოდნელია ნალექიც თოვლჭყაპის სახით.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 21 მარტიდან გამოიამინდებს.

კვირის ამბები