სპორტი
06.08.2024 14:51
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი გორელი ილია ტლაშაძეა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მიღწეულ წარმატებაში გორელი ილია ტლაშაძის წვლილიცაა, რომელიც საქართველოს მოკრივეთა ნაკრების მწვრთნელია და პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას მთავარ მწვრთნელთან ბეჟან ჭიჭინავასთან ერთად ხელმძღვანელობდა.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ილია ტლაშაძე სპორტსმენის კარიერის განმავლობაში არაერთი შეჯიბრის გამარჯვებული და პრიზიორი იყო. საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელობამდე კი, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებსაც წვრთნიდა.

ნაკრებისა გარდა, ილია ტლაშაძე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის მწვრთნელიცაა.

კვირის ამბები