შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი სოფელ ქვენატკოცის, დაბა აგარის და ქარელის პირველი საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარელის და აგარის სკოლის შენობების რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხოლო ქვენატკოცის სკოლის რეაბილიტაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. პროექტების ჯამური ღირებულება კი 20 მილიონ ლარს შეადგენს.
„შენობებს სრული განახლება უტარდებათ, იცვლება სახურავები, კარ-ფანჯრები, გაყვანილობები და მონტაჟდება ცენტრალური გათბობა. ასევე, მოეწყობა ეზოები და სპორტული მოედნები.
ქარელის და ქვენატკოცის საჯარო სკოლებში სამუშაოები მიმდინარე წელს, ხოლო აგარის სკოლაში მომავალ წელს დასრულდება“, - ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.