საზოგადოება
06.08.2024 12:37
70-დან 70 - გორის ინგლისური ენის სკოლის ცხრა კურსდამთავრებულმა უცხო ენაში უმაღლესი შეფასება აიღო

ჩვენი სკოლის ყველა აბიტურიენტს ვულოცავთ ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და ვუსურვებთ სასურველ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას, - წარმატებული აბიტურიენტების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას გორის ინგლისური ენის სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რაც შეეხება შედეგებს, სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 70-დან 70 ქულა სოფო ცერცვაძემ, მარიამ ყაჩლავაშვილმა, ნიტა ქებაძემ, სანდრო ნაცვლიშვილმა, კესო ლომაიამ, ნიკა ბერძნიშვილმა, ნინო მურადაშვილმა, ელენე ფსუტურმა, სალომე რამაზაშვილმა აიღეს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ასევე, უმაღლესი შეფასება მიიღო გორის მეორე საჯარო სკოლის მედალოსანმა კურსდამთავრებულმა მარიამ რომელაშვილმაც.

შეგახსენებთ, აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) პირველადი შედეგები გუშინ გახდა ცნობილი.

კვირის ამბები