საზოგადოება
06.08.2024 11:14
სოფელ ფლავში ახალი საბავშვო ბაღი შენდება - პროექტის ღირებულება 2 170 777 ლარია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში ახალი საბავშვო ბაღი შენდება.

შენობა 100 აღსაზრდელზეა გათვლილი და სააღმზრდელო დაწესებულება ორ სოფელში - ფლავსა და ფლავისმანში მცხოვრებ პატარებს მოემსახურება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტს, რომლის ღირებულებაც 2 170 777 ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენდება.

სოფელ ფლავში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდი საბავშვო ბაღებს გორის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში - ვარიანში, შავშვებსა და ზერტში აშენებს.

კვირის ამბები