საზოგადოება
05.08.2024 14:29
70-დან 70 ქულა - გორელმა მარიამ ჯალაღანიამ უცხო ენაში უმაღლესი შეფასება აიღო

უცხოური ენის გამოცდების შედეგები ცნობილია. გორელმა მარიამ ჯალაღანიამ ინგლისური ენის გამოცდაში უმაღლესი შეფასება - 70 ქულა აიღო.

მარიამი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში სწავლობდა და სკოლა-გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, აბიტურიენტი პროფესიად მედიკოსობას ირჩევს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს.

შეგახსენებთ, აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) პირველადი შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

კვირის ამბები