საზოგადოება
05.08.2024 11:52
უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები ცნობილია

აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) პირველადი შედეგები ცნობილია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა კი 14 ქულაზე მეტია. ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 14-ზე მეტი. დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი.

„საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online. naec. ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლის და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

სააპელაციო განაცხადების მიღება კი დაიწყება ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების დასრულების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრების და სკალირების შემდეგ.

კვირის ამბები