სოფელ ატენში მომხდარი დანაშაულის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმედაზიანების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, დემეტრე რევაზაშვილს, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 31 ივლისს დააკავა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
შეგახსენებთ, შემთხვევა 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მოხდა.
გამოძიებისინფორმაციით, 31 წლის დემეტრე რევაზაშვილმა დაზარალებულს - 51 წლის რევაზ მიხანაშვილს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.
დემეტრე რევაზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის).
ამასთან, საგამოძიებო უწყება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფ ერთ პირს ეძებს, რომელსაც მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. აღნიშნული პირის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება დაუსწრებლად არის გამოტანილი.
ცნობისთვის, დაზარალებულის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. მიხანაშვილს მკურნალობა სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება.