გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ ფლავში იმყოფებოდა და მარტოხელა შშმ პირი ამალია არჩუაძე მოინახულა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამალია არჩუაძე ამ დრომდე ავარიულ სახლში ცხოვრობს და მალე ახალი კოტეჯი გადაეცემა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები სოფელ ქვეშშიც იმყოფებოდნენ, სადაც ერთ-ერთი კოტეჯის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
„რამდენიმე წელია გორის მერია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახებისთის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, ერთ-ერთი კოტეჯების მოწყობას გულისხმობს და სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, ცხოვრება უკეთეს პირობებში, კეთილმოწყობილ კოტეჯებში გააგრძელონ.
პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და შეძლებისდაგვარად, ეტაპობრივად მოხდება უსახლკარო ოჯახების დაკმაყოფილება“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2024 წელს კოტეჯები ხუთ ოჯახს გადაეცემა.