რეგიონი
02.08.2024 14:03
შიდა ქართლში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი სოფლებში - ბრეთსა და წვერში, ასევე, ქალაქ ქარელში საბავშვო ბაღების სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, შენობები თანამედროვე სტრანდარტების შესაბამისად შენდება, ასევე, იგეგმება ეზოების მოწყობაც.

„ბრეთის და წვერის საბავშვო ბაღები 75 აღსაზრდელზე იქნება გათვალისწინებული, ხოლო ქალაქ ქარელის საბავშვო ბაღი - 100 ბავშვზე. სამივე ბაღის მშენებლობაზე, ჯამში, 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება და ადგილობრივი აღსაზრდელები სრულიად ახალი, უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა გულიაშვილის თქმით, ქარელის მუნიციპალიტეტში წელს, ჯამში, 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კვირის ამბები