დავით გობეჯიშვილის სახელობის ტრადიციულ ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ცხრა მედალი მოიპოვეს და შეჯიბრი გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს.
ტურნირი ახალგაზრდებს შორის ჩატარდა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები მოჭიდავეები ასპარეზობდნენ.
გორელთაგან შეჯიბრის გამარჯვებულები გოგა ოთინაშვილი (70 კგ.), დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ.), კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ.) და ზურაბ რომელაშვილი (125 კგ.) გახდნენ.
მეორე ადგილზე ნიკა ბოჭორიშვილი (57 კგ.) და ზურა აბალაკი (65 კგ.) გავიდნენ.
საბა ღამბაშიძემ (61 კგ.), ნიკა მაისურაძემ (74 კგ.) და დაჩი პაპინაშვილმა (86 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასული მოჭიდავეებით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც 2-8 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.
დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირს ონმა უმასპინძლა.