საზოგადოება
02.08.2024 11:08
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება ხვალ, 3 აგვისტოს დაიწყება

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ხვალიდან, 3 აგვისტოდან, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online. naec. ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე აბიტურიენტთა პირველადი შედეგები სხვა საგამოცდო საგნებშიც გამოქვეყნდება.

კვირის ამბები