საზოგადოება
01.08.2024 14:33
ბაკურიანის საზაფხულო ბანაკმა გორელი ახალგაზრდების პირველ ნაკადს უმასპინძლა

ბაკურიანის საზაფხულო ბანაკმა გორის მუნიციპალიტეტში მცხორები ახალგაზრდების პირველ ნაკადს უმასპინძლა

ბაკურიანში 50 ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომლებიც ბანაკში ხუთი დღე დარჩნენ.

პროექტის მონაწილეები სხვადასხვა შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ. ბენეფიციარებს ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის, პროექტების წერის, ციფრული უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, პროექტის მიზანი თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა.

„გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი გორელ ახალგაზრდებს მესამე წელია მასპინძლობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მიმდინარე წელს ბანაკი კონკურსის წესით შერჩეულ 16-დან 20 წლის ასაკის კიდევ 100 ახალგაზრდას უმასპინძლებს. ისინი ბაკურიანში ორ ნაკადად გაემგზავრებიან“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები