სპორტი
01.08.2024 11:51
„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, გორელები ზიპლაინის და ფეინთბოლის ჩემპიონატებში მონაწილეობდნენ

პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, შშმ პირების და ომის ვეტარანების მონაწილეობით, ზიპლაინსა და ფეინთბოლში ჩემპიონატები მოეწყო.

აქტივობაში გორელებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ (200-ზე მეტი ბენეფიციარი).

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ინიციატივის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა.

„პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიება იმართება. ინიციატივა ხელს უწყობს შშმ პირების საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას. პროექტს „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ახორციელებს.

გენერალური სპონსორია - „აჭარაბეთი“, სპონსორი - „სოკარი“, „ნატახტარი“ კი . მასპინძელია“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეჯიბრი ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში ჩატარდა.

კვირის ამბები