გორელ ახალგაზრდებს „TECHSKILLS BOOTCAMP 2024“ საზაფხულო ბანაკმა უმასპინძლა.
15-დან 19 წლამდე მოზარდები ბაკურიანში ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
პროექტის ფარგლებში ბანაკის მონაწილეები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ, ესწრებოდნენ სასწავლო კურსებს Web/Mobile Development მიმართულებით და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ.
გარდა ამისა, ახალგაზრდებმა წარადგინეს საკუთარი იდეები. ორ საუკეთესო იდეის ავტორს კი პრიზები გადაეცათ.
„პროექტი კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით განხორციელდა.
„TECHSKILLS BOOTCAMP 2024“ რიგით მესამე საზაფხულო ბანაკია, რომელიც მიმდინარე წელს გორელი ახალგაზრდებისთვის გორის მერიის მხარდაჭერით მოეწყო“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება