საფეხბურთო კლუბი გორის „გორი“ ჯუნგლი ქართველიშვილის სახელობის ტურნირის ვერცხლის პრიზიორია.
ფინალში „გორი“ ბორჯომის სასპორტო სკოლის გუნდს - „თორი“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
შეჯიბრში 2012 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა. გამონაკლისი გორის გუნდი (მწვრთნელები ემზარ წკრიალაშვილი, გიორგი თედელური) გახლდათ, რომელიც 2013 წელს დაბადებული სპორტსმენებით ასპარეზობდა.
ტურნირზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით თამაშობდა: მირიან აბულაძე, ანტონ მერაბიანი, იოანე გოგიაშვილი, გიორგი ლურსმანაშვილი, სანდრო გულბანი, მიშო კვიწინაძე, დაჩი ლაფაჩი, გიორგი შეყილაძე, სოსო ღვინიაშვილი, კახი ბოჭორიშვილი, ლუკა ჭუჭყიანი, მიშა ბეგიაშვილი, ილო ნოზაძე, გაბრიელ გიგაური, სოსო დოთიაშვილი, ვანო თოთლაძე და გიორგი ჩიკვილაძე.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები გამოვლინდნენ და გორელმა სოსო ღვინიაშვილმა საუკეთესო თავდამსხმელის წოდება მიიღო.
ტურნირი საფეხბურთო კლუბი „ბორჯომი 2013“-ის ინიციატივით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა და ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე გაიმართა.