საზოგადოება
13.03.2020 13:06
გორის მერის ყოფილი მოადგილე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს სთავაზობს, რომ მისი ოჯახის კუთვნილ ფართში საკარანტინო ზონა მოეწყოს

გორის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს სთავაზობს, რომ მისი ოჯახის კუთვნილ ფართში საკარანტინო ზონა მოეწყოს. ამის შესახებ, ეკატერინე სუხიშვილი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

,,გამოვთქვამ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, შპს ,,ევრორეგიონული უნივერსიტეტის“ და კოლეჯ ,,ამაგის“ კუთვნილი შენობა - 2500 კვ.მ. რომელიც ჩემი ოჯახის საკუთრებაა, გადაკეთდეს საკარანტინო ზონად.

ასევე, გამოვთქვამ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, შპს ,,სოფია მკურნალის“ მედპერსონალთან ერთად, გავხდეთ მოხალისეები და დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს”, - განაცხადა ეკატერინე სუხიშვილმა.

 

 

კვირის ამბები