სპორტი
31.07.2024 20:32
საქართველოს პირველი ოქრო პარიზის ოლიმპიადიდან - ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

საქართველოს ნაკრებს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქრო ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მოუტანა. ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ლაშა ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

კვირის ამბები