საზოგადოება
31.07.2024 16:24
31 ივლისი რეინჯერის მსოფლიო დღეა - საქართველოში თარიღი მეშვიდე წელია აღინიშნება

31 ივლისი რეინჯერის მსოფლიო დღეა. საქართველოში რეინჯერთა პროფესიული დღე 2017 წლიდან აღინიშნება და მიზანი იმ რეინჯერთა სამსახურის დაფასებაა, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობისა და, რიგ შემთხვევაში, სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის ბუნებრივ საგანძურს და კულტურულ მემკვიდრეობას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების 24 ადმინისტრაციულ ერთეულში 450-მდე რეინჯერი მსახურობს. რეინჯერები უზრუნველყოფენ როგორც ბუნების დაცვას, ასევე, ვიზიტორთა უსაფრთხოებას და მათ ინფორმირებას. რეინჯერები, ასევე, ჩართულნი არიან კვლევის და მონიტორინგის პროცესში, მონაწილეობენ ხანძრების პრევენციასა და ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რეინჯერის მსოფლიო დღე - 31 ივლისი, 2007 წელს რეინჯერთა საერთაშორისო ფედერაციამ (IRF) დააფუძნა.

 

კვირის ამბები