საზოგადოება
30.07.2024 11:07
I HAVE SEEN THE MOON THROUGH THE MUD THAT WASHED ME“ - გორის ხელოვნების სახლი გამოფენას 3 აგვისტომდე უმასპინძლებს

გორის ხელოვნების სახლში გამოფენა სახელწოდებით - „I HAVE SEEN THE MOON THROUGH THE MUD THAT WASHED ME“ - 3 აგვისტომდე გრძელდება.

გამოფენა ოთხი არტისტისგან - მარიკო ჭანტურია, ნინო გოდერიძი, ლაშა ყაბანაშვილი და დავით აფაქიძე, შემდგარი ჯგუფის კოლაბორაციას წარმოადგენს, რომელთა პრაქტიკა როგორც ვიზუალურ ხელოვნებას, ასევე, კურატორულ და კვლევით საქმიანობას ითვალისწინებს.

„ჯგუფური გამოფენის კონცეფცია ვაჟა-ფშაველას შემოქმედებით კერძოდ კი, პოემით - „გველის მჭამელი“ არის ინსპირირებული. არტისტებმა ინდივიდუალურ ნამუშევრებში შემოიტანეს როგორც განსხვავებული პერსპექტივები და ხედვები, ისე საერთო გადაკვეთის წერტილები, რაც კოლაბორაციულ ობიექტებში იქნა გადათარგმნილი. გამოფენის ძირითადი თემა ეკოლოგიაა. შევეხეთ ადამიანის სხეულის და გონების ფლუიდურობასაც იდენტობების და ბინარულობის მიღმა, მის ბუნებასთან მიმართებას და ჩაკეტილ კულტურაში წარმოებულ პერვერსიის პრაქტიკებს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტი „Art House 20 24“ „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

შეგახსენებთ, გამოფენა 9 ივნისს გაიხსნა და დასწრება თავისუფალია.

გალერეა ღიაა ყოველდღე, 12:00 საათიდან - 19:00 საათამდე.

კვირის ამბები