დღეს, 30 ივლისს, პარიზის ოლიმპიადაზე კიდევ ერთი გორელი ძიუდოისტი - ეთერ ასკილაშვილი იასპარეზებს.
სპორტსმენი ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მონაწილეობს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, ასკილაშვილი პირველ შეხვედრას ევროპის ჩემპიონის და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, სლოვენიელი ანდრეია ლესკის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთი გორელი სპორტსმენი მონაწილეობს. ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიადა მედლების გარეშე დაასრულეს.
რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, გენო პეტრიაშვილი 9 და 10 აგვისტოს, ხოლო გოდერძი ძებისაშვილი 10-11 აგვისტოს იასპარეზებენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება