საზოგადოება
29.07.2024 12:33
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დასრულდა - პროექტში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დასრულდა.

პროექტში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ვარშავის (პოლონეთი), რეჯებ ტაიპ ერდოღანის (თურქეთი)და მასარიკის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) სტუდენტები მონაწილეობდნენ.

პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები სხვადასხვა აკადემიურ, შემეცნებით და გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ.

მონაწილეებმა გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მოინახულეს მუზეუმები, კულტურული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები. იმყოფებოდნენ თბილისსა და მცხეთაშიც.

პროექტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ყიფიანის სახელობის საინიციატივო საზოგადოების აქტივობების ფარგლებში განხორციელდა.

 

კვირის ამბები