შიდა ქართლში ქერის და ხორბლის მოსავლის აღება დაიწყო. 2000 ჰა-მდე ქერი მეურნე-ფერმერებმა უკვე დააბინავეს. რაც შეეხება მარცვლეულის ამღებ ტექნიკას, ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის მინდვრებში უკვე მობილიზებულია და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება მოსახლეობას შეუფერხებლად შეუძლია, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნესთან“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მამუკა ლომსაძემ განაცხადა.
„წელს, გორის მუნიციპალიტეტში 3 000 ჰა-ზე ქერი და ამავე რაოდენობის ფართობზე ხორბალია დათესილი. გვქონდა ვარაუდი, რომ მიმდინარე წელს, შარშანდელთან შედარებით უკეთეს მოსავალს მივიღებდით, თუმცა, ქარიანმა ამინდებმა და სეტყვამ ნათესებს ზიანი მიაყენა. 2000 ჰა-მდე ქერი მეურნე-ფერმერებმა უკვე დააბინავეს, დაახლოებით, 800 ჰა-ზე აღებულია ხორბლის მოსავალიც. აღსანიშნავია, რომ წელს, გორის მუნიციპალიტეტში საკმარისზე მეტი მოსავლის ამღები ტექნიკაც კია მობილიზებული და მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეუძლია“, - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.