გორელი ახალგაზრდები ბაკურიანში, ინოვაციების ბანაკში - „TECHSKILLS BOOTCAMP 2024“ გაემგზავრნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, 15-დან 19 წლამდე მოზარდებს Web/Mobile Development მიმართულებით ტრენინგ კურსები და ვორქშოპები ჩაუტარდებათ.
ბანაკის მონაწილეები გორიდან მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა რამაზ შიოშვილმა გააცილეს.
„პროექტი კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით ხორციელდება. ბანაკის მონაწილეები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ.
„TECHSKILLS BOOTCAMP 2024“ რიგით მესამე საზაფხულო ბანაკია, რომელიც მიმდინარე წელს გორელი ახალგაზრდებისთვის გორის მერიის მხარდაჭერით მოეწყო“, - აცხადებენ გორის მერიაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება