საზოგადოება
26.07.2024 13:04
მოხალისეობრივი ვაკანსია ესპანეთში

გორის განვითარების სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაცია Association for Youth and Cultural Development Almenaras ესპანეთში (El Borge, Málaga) მოხალისეობრივ ვაკანსიას აცხადებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მოხალისეობრივი საქმიანობა მოიცავს აქტივობებს: ინტეგრაცია და გუნდური მუშაობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, კლიმატის ცვლილების და ევროპის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სესიები ადგილობრივ ტრენერებთან, მუშაობა შერეულ საერთაშორისო გუნდებთან, ასევე, ადგილობრივი ღონისძიებების მხარდაჭერა.

რაც შეეხება პროექტის ძირითად მოთხოვნებს, პროექტში მონაწილის ასაკი განსაზღვრულია და 18-30 წელს მოიცავს. აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, გარდა ამისა, ჰქონდეს ინტერესები ჯანსაღი ცხოვრების წესის, გარემოსდაცვითი პრობლემების, ციფრული მუშაობის მიმართ, დაინტერესებული იყოს ხელოვნებით და გააჩნდეს გუნდური მუშაობის უნარი.

მოხალისეობრივი პროგრამა 2024 წლის  1 ოქტომბერი - 2024 წლის 16 ნოემბრის განმავლობაში გაგრძელდება. დაფინანსდება კვება, მგზავრობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

განაცხადის შევსება 10 აგვისტომდეა შესაძლებელი.

პროექტში მონაწილეთა გამგზავნი ორგანიზაციაა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლნდშაფტის მართვის სააგენტო და მსურველებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკონ ნომერზე: 593 45 14 28 (ნინო გოლოშვილი).

კვირის ამბები