საზოგადოება
25.07.2024 12:56
აღმაშენებლის გამზირზე გარეგანათების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
გორში კიდევ ერთი ენერგოეფექტური პროექტი ხორციელდება, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ახალი გარეგანათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, შესაბამისი სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე, გზის 1100 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ახალი სისტემა გამზირის ორივე მხარეს მონტაჟდება და განათების 92 წერტილი განთავსდება.
პროექტი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება და სამუშაოების ღირებულება 496 229 ლარია.
კვირის ამბები