გორის საგამოცდო ცენტრში ლიტერატურის, ისტორიის და ხელოვნების გამოცდა მიმდინარეობს. ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის თქმით, დღევანდელ სესიაზე რეგისტრირებული 229 აპლიკანტიდან 19 არ გამოცხადდა.
„დღეს, 25 ივლისს ჩანიშნულ გამოცდაზე, ჯამში 229 აბიტურიენტი და პედაგოგი დარეგისტრირდა. აბიტურიენტები - ხელოვნების პედაგოგები კი ფიზიკის გამოცდას აბარებენ. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 4 საათია. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაგვიანების შემთხვევები დღესაც არ გვქონია“, - აღნიშნა გვერდწითელმა.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და ხვალ, 26 ივლისს დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ