ამ წუთებში ხანძარია გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე. ცეცხლი ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.
მეზობლების ინფორმაციით, აღნიშნული ფართის მეპატრონე სხვაგან ცხოვრობს და ბინაში დღეს დილით ხანმოკლე დროით იყო მისული. მეზობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მეპატრონეს რომელიმე ელექტრომოწყობილობა ან გაზქურა დარჩა ჩართული, რაც ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა.
შემთხვევის ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებიან.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ