აჭარაში გამართული გორის თეატრის დღეები დასრულდა.
გ. ერისთავის სახელობის თეატრმა, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, წარმოდგენები ბათუმის თეატრში გამართა.
გორელმა მსახიობებმა მაყურებელს ორი სპექტაკლი - ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის ლიტერატურული მონოსპექტაკლი - „მე მოვალ - სიზმარი“ და გიორგი თენაძის რეჟისორული ნამუშევარი - „ოთარაანთ ქვრივი“ წარუდგინეს.
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.