საზოგადოება
24.07.2024 13:24
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ხვალ დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ხვალ, 25 ივლისს დასრულდება და 26 ივლისიდან საზაფხულო არდადეგები დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.

„სააღმზრდელო პროცესი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ბაგა-ბაღებში 25 ივლისის ჩათვლით წარიმართება. რაც შეეხება არდადეგების ხანგრძლივობას და 2024-2025 სასწავლო წლის განახლების თარიღს, რადგან 15 სექტემბერი კვირაა, ბაღებში სწავლა 16 სექტემბერს განახლდება“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები